წითელი ტყე


რადიოაქტიური გაჟონვის შედეგად, ადგილობრივი ტყე გაწითლდა და დღეს ,,წითელი ტყე'' ეწოდა.









უკრაინაში მოქმედებს პროექტი, რომელიც იკვლევს ტყეებს ჩერნობილის გარშემო, მეცნიერებს სურთ დაადგინონ, რომელი ცხოველები ბინადრობენ და გამრავლდნენ რადიაციისგან დაბინძურებულ ადგილებში.
image
აღმოჩნდა, რომ ცხოველებისთვის ადამიანი უფრო დამღუპველი გამოდგა, ვიდრე ჩერნობილის ატომური სადგურიდან გაჟონილი რადიაცია.

ველური ცხოველების პოპულაცია აქ ბოლო 30 წლის მანძილზე არნახული ტემპით ვითარდება.აქ უამრავი ლოსი, ირემი და მგელი ბინადრობს.
image
მეცნიერების აზრით, სწორედ ადამიანის არ ყოფნამ გამოიწვია ცხოველების პოპულაცია და არა რადიაციამ.

ბრიტანული გამოცემა Current Biology-ში გამოქვეყნდა დასკვნა.მკვლევარები იყენებდნენ ვერტმფრენებს და აფიქსირებდნენ თოვლზე ნაკვალევს.ამგვარად იკვლევდნენ ისინი დაბინძურებულ ზონას.
image
აღმოჩნდა, რომ ჩერნობილის ზონაში დაბრუნდნენ ისეთი იშვიათი ცხოვლები როგორიცაა მაგალითად ევროპული ფოცხვერი, ევროპული მურა დათვი, რომელიც ამ ადგილებში ბოლო 100 წელია არ უნახავთ.

აგრეთვე ზონაში შეინიშნება მგლის, ტახის, შველის და მელიის დიდი პოპულაცია.
image
როგორც პროფესორმა ჯიმი სმიტმა განაცხადა პორტსმუდის უნივერსიტეტიდან ავარიამ არ გამოიწვია გარემოს სერიოზული განადგურება."შემთხვევამ შექმნა ნაკრძალი, ჩვენ არ ვამბობთ, რომ რადიაცია კარგია ცხოველებისავის, მაგრამ ადამიანები და ლანდშაფტის ექსპლუატაცია უარესია."
image
გასული წლის ნოემბერში დაბინძურებულ ზონაში დაყენდა 42 კამერა, რომელიც აკონტროლებს ცხოველების პოპულაციას.

ახალი პროექტი, რომელიც ამა წლის დეკემბერში დაიხურება, წარმოგვიდგენს ახალ ფოტოებს გადაშენების პირას მყოფ ცხოველებისა, როგორებიცაა დომბა, დათვი და იშვიათი ცხენები.

image

No comments:

Post a Comment