დაავადებები

კატასტროფის უდროობამ, ოფიციალური ვერსიის არასრულობამ და შეუსაბამობამ მრავალი სხვადასხვა ინტერპრეტაცია წარმოშვა. ზოგჯერ ტრაგედიის მსხვერპლად ითვლებიან არა მარტო ის მოქალაქეები, რომლებიც ავარიის დროს დაიღუპნენ, არამედ ახლომდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანებიც, რომლებიც მაისის დემოსნტრაციაზე იყვნენ გამოსულნი. ამ გათვლებით, ჩერნობილის კატასტროფა, დაღუპულთა რაოდენობით შესამჩნევად აღემატება ჰიროსიმისა და ნაგასაკის ატამური დაბომბვისას დაღუპულთა რაოდენობას.
გრინპისი და საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები ატომური ომის წინააღმდეგ“ ამტკიცებე, რომ ავარიის შედეგად, ლიკვიდატორებს შორის ათი ათასობით ადამიანი დაიხოცა, ასევე ევროპაში დაფიქსირებულია ახალდაბადებულთა დამახინჯების 10 000 შემთხვევა, 10 000 ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევა და მოსალოდნელია კიდევ 50 000. ორგანიზაცია „ჩერნობილის“ საბჭოსმონაცემებით, 600 000 ლიკვიდატორიდან 10% დაიღუპა და 165 000 დაინვალიდდა.
არსებობს საწინააღმდეგო თვალსაზრისი, რომლის თანახმად, „ჩერნობილში დასხივებით დაიღუპა 29 ადამიანი - სადგურის თანამშრომლები და მეხანძრეები, რომლებმაც პირველი დარტყმა მიიღეს. ატომური ელექტროსადგურის სამრწველო არის საზღვრებს გარეთ არავინ დაღუპულა დასხივების შედეგად. ამას გარდა, ლიკვიდატორებს შორის სიკვდილიანობა რუსეთში უფრო დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე შუა ქვეყანაში, რაც აიხსნება უკეთესი სამედიცინო მომსახურეობით.
რადიოაქტიური ნივთიერებების გაფანტვა, ოფიციალური შეფასებით, დაბალია, თუმცა, ჩერნობილის ავარიით დაშავებულთა რაოდენობის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ მიახლოებით. ატომური ელექტროსადგურის დაღუპული თანამშრომლების და მეხანძრეების გარდა, ავარიას მიეწერება დაავადებული სამხედროებისა და სამოქალაქოთა რიცხვი, ასევე იმ რაიონების მაცხოვრებლების რიცხვი, რომელიც რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებულ ზონაში მოჰყვა. იმის განსაზღვრა, თუ დაავადებების რომელი ნაწილი მიეკუთვნება ჩერნობილის ავარიის შედეგებს ძნელი დასადგენია მედიცინისათვის და სტატისკისათვის. ითვლება, რომ სასიკვდილო შემთხვევების დიდი ნაწილი დაკავშირებული იყო, ან იქნება რადიაციის ზემოქმედებით გაჩენილ კიბოსთან.
ჩერნობილის ფორუმმა — ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მათ შორის МАГАТЭ-სა და ВОЗ-ის მფარველობით - 2005 წელს გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში რომელშიც გაანალიზებულია მრავალმხრივი სამეცნიერო კვლევა, ავარიასთან დაკავშირებული ფაქტორების მოსახლეობაზე გავლენა. დასკვნები, რომელსაც შეიცავს ეს ანგარიში, ასევე ამავე ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ნაკლებად დაწვრილებითი მიმოხილვა - „ჩერნობილის მემკვიდრე“, შესამჩნევად განსხვავდება ზემოთ მოყვანილი შეფასებისაგან. შესაძლო მსხვერპლის რაოდენობა დღესდღეობით და უახლოესი 10 წლის განმავლობაში ფასდება ათასობით ადამიანად.

ასევე აღინიშნება, რომ ადამიანთა შორის დაავადების დონის აწევა, რომელიც არ მონაწილეობდა ავარიის ლიკვიდაციაში და გადაადგილდებოდა ავარიის ზონიდან სხვა ტერიტორიაზე, არ არის დაკავშირებული დასხივებასთან (ამ კატეგორიაში შედის ნივთიერებების ცვლის დარღვევა გულ-სისხლძარღვებშინერვული დაავადებები და სხვა, რომელიც არ გამოუწვევია დასხივებას), არამედ გამოწვეულია სტრესით, რომელიც დაკავშირებულია გადაადგილების ფატქორთან, ქონების დაკარგვასთან, სოციალურ პრობლემებთან და რადიაციის შიშთან.
ადამიანთა დიდი რიცხვის გათვალისწინებით, რომლებიც რადიოაქტიური დაბინძურებისაგან დაშავებლთა შორის ცხოვრობდნენ, დაავადების რისკის სულ მცირე ცვლილება მოსალოდნელ დაავადებულ ადამიანთა რიცხვის დიდ ზრდას გამოიწვევს. გრინპისი და სხვა სახალხო ორგანიზაციები მოითხოვენ სხვა ქვეყნებში ჯანმრთელობაზე ავარიის ზემოქმედების გავლენის გათვალისწინებას. დასხივების კიდევ უფრო დაბალი დოზები ზუსტი სტატისტიკური მონაცემების მიღებას ართულებს, რაც არსებულ სტატისტიკას არაზუსტს ხდის.                                                                
                                                   

No comments:

Post a Comment